#მოამბე 21 საათზე, 27 ოქტომბერი, 2020 #LIVE
❗ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალმა კორონავირუსმა კიდევ 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაინფიცირდა 1 824 პირი – გარდაცვალების მიზეზად, უმეტეს შემთხვევაში, თანმხლები დაავადებები და დაგვიანებული მიმართვიანობა სახელდება; ნოემბრის შუა რიცხვებში ეპიდემიოლოგები ყოველდღიურად, 4 000-მდე შემთხვევას პროგნოზირებენ;
🔴 ოპოზიციის პროტესტი და ხმაური ცესკო-ში – კომისიამ ინფიცირებული და იზოლაციაში მყოფი მოქალაქეების რეგისტრაციის ვადა ოთხი საათით გაახანგრძლივა, თუმცა ოპოზიციის ნაწილისთვის გადაწყვეტილება მაინც სადავოა. ოპოზიციის წარმომადგენლები ცესკო-ს შენობაში საშვის გარეშე შესვლას შეეცადნენ, რასაც ინციდენტი მოჰყვა; მმართველი გუნდი ოპონენტთა ქმედებებს დესტრუქციად აფასებს;
🔴 საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების საკითხი პოლიტიკური დაპირისპირების საგანი ხდება – თეა წულუკიანმა ოპოზიციასთან დაკავშირებული არასამთავრობოების სია წარმოადგინა, რომლებიც არჩევნებს უნდა დააკვირდნენ; პარტიები ამ ორგანიზაციებთან კავშირს არ უარყოფენ; მმართველი გუნდი პროცესში ჩართული მხარეების რეალურ ინტერესზე საუბრობს;
🔴 მსოფლიოს მუსლიმური ქვეყნების პროტესტი და ბოიკოტი საფრანგეთის წინააღმდეგ – ათეულობით ათასი მუსლიმი ემანუელ მაკრონის განცხადებას აპროტესტებს და საფრანგეთის ხელისუფლებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს; ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს და ზეწოლის მიუხედავად პოზიციას არ შეცვლის.

მოამბე