▶ მსოფლიო „კოვიდ 19“-ის ვაქცინების დეფიციტის ზღვარზეა – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინების არასამართლიან განაწილებაზე საუბრობს და მდიდარ ქვეყნებს ჭარბი დოზების შესყიდვაში ადანაშაულებს; პროდუქტის მიწოდებასთან დაკავშირებით დავა გრძელდება ევროკავშირსა და კომპანია „ასტრაზენეკას“ შორის;
▶ საქართველოში ეპიდვითარება სტაბილურდება – ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სტაბილურობის მაჩვენებელმა 4.1% შეადგინა; მთავრობამ შესაძლოა, შეზღუდვების ვადაზე ადრე შემსუბუქებაზე იმსჯელოს; ქვეყანა ვაქცინაციისთვის ემზადება; „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონს სპეციალური მუხლი ემატება, რითაც ვაქცინაციის პროცესში შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს;
▶ პარლამენტი ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმების საკითხს განიხილავს – საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირა; დანარჩენი 49 დეპუტატის საკითხი ხვალ განიხილება; 2 თებერვალს კენჭისყრა გადაწყვეტს, დაკარგავს თუ არა 51 ოპოზიციონერი დეპუტატის სტატუსს;
▶ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმების ნომინაციაზე გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად მსოფლიოს 93 ქვეყნიდან გაგზავნილი ფილმი იბრძოლებს – ნომინანტებს შორისაა ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“, რომელიც ავტორის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. ფინალისტები 9 თებერვალს გამოვლინდება, ოსკარის დაჯილდოების ცერემონია კი 25 აპრილს გაიმართება.