#მოამბე 21 საათზე, 26 ნოემბერი, 2020 #LIVE
🔴 ქვეყანა მკაცრ შეზღუდვებს უბრუნდება – ჩერდება მუნიციპალური ტრანსპორტი, იკეტება ბაზრობები და დიდი სავაჭრო ცენტრები, გადაადგილების შეზღუდვამ კი 21:00-ზე გადმოიწია; ახალი რეგულაციები ორ დღეში ამოქმედდება და ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს; შეზღუდვები არ შეეხება ახალი წლის დღეებს; ზომების გამკაცრებით ქვეყანა ვირუსის გავრცელების შენელებას ცდილობს;
🔴 პანდემიის პირობებში მოქალაქეებსა და ბიზნესს მთავრობა დახმარებების ახალ პაკეტს სთავაზობს – სუბსიდირებას ექვემდებარება კომუნალური გადასახადები, უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის გაიცემა კომპენსაციები; დახმარება გაეწევა მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველებს და ა.შ; მთავრობამ ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტი კერძო სექტორთან კონსულტაციებით შეიმუშავა; მთავრობის გეგმა და სახელმწიფო დახმარების ახალი პაკეტი;
🔴 სოლიდური თანხები, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მიიღებენ – ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში დარჩენის მიუხედავად, დაფინანსების მიღებაზე უარს არ ამბობს და აცხადებს, რომ თანხა კანონით ეკუთვნით; ჯერჯერობით, ფიქრის რეჟიმშია „ლელო“ და „ლეიბორისტული პარტია“; მმართველი გუნდისთვის ოპონენტთა პოლიტიკური ლოგიკა მიუღებელია;
🔴 მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას ემშვიდობება – „ფეხბურთის ჯადოქარი“ დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა; არგენტინაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული; არგენტინელი ბიჭის გზა ბუენოს-აირესის უღარიბესი უბნიდან მსოფლიო აღიარებამდე.

მოამბე