#მოამბე 21 საათზე, 26 იანვარი, 2021 #LIVE
🔴 ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის მთავარი ადრესატი რუსეთია – დოკუმენტში ნათქვამია, რომ კრემლმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება და კომპენსაციების გაცემა უნდა დააჩქაროს; დეპუტატები შეუსრულებელი ვალდებულებების გამო მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვენ;
🔴 დაპირისპირების ახალი ეტაპი ოპოზიციაში და ექვსი ოპოზიციური ძალის ერთობლივი განცხადება – პარტიების მოთხოვნები უცვლელია – ვადამდელი არჩევნები, ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ცესკო-ს ხელახლა დაკომპლექტება და საარჩევნო სისტემის შეცვლა; ცალკეული ლიდერები რევოლუციის გარდაუვალობაზე საუბრობენ;
🔴 ქვეყნის ეპიდვითარება და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიში “ერთი წელი „კოვიდ-19“-თან ერთად” – 76-გვერდიანი დოკუმენტი ერთწლიან პერიოდს აფასებს; ქვეყნის ეპიდვითარება სტაბილიზაციას განაგრძობს; ერთ-ერთ ინდიკატორად დადებითობის მაჩვენებელი სახელდება, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 6%-ს შეადგენს; მონაცემების 4%-მდე შემცირების შემთხვევაში სასწავლო პროცესი ქვეყნის დიდ ქალაქებშიც აღდგება;
🔴 ევროპა მასშტაბურმა არეულობამ მოიცვა – მოქალაქეები კომენდანტის საათის დაწესებას აპროტესტებენ, პროტესტი დაპირისპირებაში გადაიზარდა; ევროპა პანდემიის ახალი ტალღისთვის ემზადება; ვირუსის ახალი ვარიანტის გავრცელება პანდემიასთან ბრძოლას ართულებს; მსოფლიოში არსებული არასტაბილური მდგომარეობის გამო ევროკავშირი მოგზაურობის წესების გამკაცრებაზე საუბრობს.

მოამბე