#მოამბე 21 საათზე, 25 ივლისი, 2020 #LIVE

🔴 13 ინფიცირებული ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ხუთი იმპორტირებული შემთხვევა და ინფიცირების ერთი უცნობი პირველწყარო – ვირუსი სამედიცინო პერსონალსაც დაუდასტურდა. ლილოს ბაზრობაზე მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს. გარდაბნის რაიონის სოფელი ყარაჯალარი ჩაკეტილ ზონად რჩება;
🔴 შემთხვევათა რეკორდული მაჩვენებელი მსოფლიოში – 284 000-ზე მეტი ინფიცირებული ბოლო 24 საათში, ქვეყნების სტატისტიკა, საგანგაშო რიცხვები და მსოფლიო ვაქცინის მოლოდინში;
🔴 პანდემიის მიუხედავად, ბათუმი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პოპულარულ ფესტივალს უმასპინძლებს, კონცერტები რეკომენდაციების დაცვით გაიმართება – ქართველი შემსრულებლები ცნობილი ჰიტებით და სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი პროგრამით „შავი ზღვის ჯაზფესტივალზე“.

მოამბე