▶ ადამიანური შეცდომა თუ დაგეგმილი მანიპულაცია – „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობა დაშვებულ შეცდომას ადამიანურს უწოდებს და აცხადებს, რომ ელენე ნიჟარაძემ ISFED-ს რეპუტაციული ზიანი მიაყენა, რის გამოც ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლა მოუხდა; ორგანიზაციის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი პასუხისმგებლობას სრულად NDI-ის აკისრებს და ხელისუფლებას ფარულ მოსმენებში ადანაშაულებს, რასაც ორგანიზაციის გამგეობაში არ იზიარებენ; მმართველი გუნდი „სამართლიანი არჩევნებისგან“ მოსმენილ არგუმენტებს დამაჯერებლად არ მიიჩნევს და ორგანიზაციისგან კიდევ ერთი შეცდომის აღიარებას ელის;
▶ მეათე მოწვევის პარლამენტმა პირველი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციის მთავარი მიზანი და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები – ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით, სამართლებრივი დავების პარალელურად პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან, ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი, ნატო-სთან მაქსიმალური დაახლოება და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება;
▶ ისტორიული სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის, ახალი პერიოდი ურთიერთობაში და გარდაუვალი დეზინტეგრაცია – ახალი წლიდან მხარეებს შორის სამოკავშირეო ურთიერთობის ჩარჩო ძირეულად იცვლება, თუმცა შეთანხმების რატიფიკაცია ახლა პარლამენტებზეა და პროცესის დასრულებას შესაძლოა, წელიწადზე მეტი დასჭირდეს; ბრიტანელები ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ; დიდი ბრიტანეთის მთავრობა სუვერენული უფლებების აღდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს, ევროკავშირში კი ამბობენ, რომ ბრიუსელი ლონდონთან პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადადის;
▶ საქართველოში ეპიდემია უკან იხევს – ეპიდვითარების გაუმჯობესებამ ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა შეამსუბუქა, გამოთავისუფლდა საწოლფონდი; მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში ქვეყანამ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო აღჭურვილობა მიიღო; ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი მოსახლეობას სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ტესტის დროულად გაკეთებისკენ მოუწოდებს.
მოამბე