▶ ახალი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება ორ დღეში გამოცხადდება – მთავრობა ბიზნესთან კონსულტაციებს მართავს; სპეციალისტები დეკემბრიდან შემთხვევათა მატებას პროგნოზირებენ და აცხადებენ, რომ გავრცელების რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია; ქვეყანა ვაქცინის მოლოდინშია, მანამდე კი, რამდენიმე თვიანი კრიზისული პერიოდის გადალახვის ერთადერთ საშუალებად რეკომენდაციების შესრულება რჩება;
▶ დასავლეთის ღია გზავნილების მიუხედავად ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია და მორიგ აქციებს აანონსებს – საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას ქართული ოპოზიცია განსხვავებულად კითხულობს და გზავნილების გადამისამართებას ცდილობს; ჩიხში შესული პოლიტიკური პროცესი მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის მოლოდინშია;
▶ პრეზიდენტი ტრამპი ხელისუფლების გადაცემის პროცესის დაწყებას დათანხმდა – ახალარჩეულმა პრეზიდენტმა კი საზოგადოებას ადმინისტრაციის მომავალი შემადგენლობა წარუდგინა; ახალი ადმინისტრაციის მთავარ პრიორიტეტად საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო არენაზე ამერიკის, როგორც ლიდერის დაბრუნება სახელდება; 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება; ბაიდენის გუნდი და მსოფლიო აშშ-ის გადაწყვეტილებების მოლოდინში;
▶ ფურცელზე ნოტების სახით გადატანილი ქართველი ტყვეების ხმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ცვილის ლილვაკებზე ჩაიწერა და ფოლკლორული სიმღერის „ჩვენ მშვიდობა“ 40-მდე ვერსია ერთ კრებულში – ახალი გამოცემა უნიკალური არქივითა და პოლიფონიით გადმოცემული ისტორია, როგორ უმღეროდნენ მშვიდობას საქართველოში.
მოამბე