#მოამბე 21 საათზე, 23 ნოემბერი, 2020 #LIVE
🔴 ქვეყანაში ეპიდვითარება დღითი დღე რთულდება – ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 000-ს მიუახლოვდა; სპეციალისტთა პროგნოზით საქართველოს ევროპის სცენარი ემუქრება; ჰოსპიტალური სექტორი უმძიმესი გამოწვევის წინაშე დგას – საწოლფონდი კრიტიკულ მდგომარეობაშია;
🔴 როგორ აპირებს ქვეყანა ეპიდემიის უკონტროლო გავრცელების შეჩერებას, რა რესურსები აქვს ჯანდაცვის სისტემას და არის თუ არა შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ე.წ ლოქდაუნი – „დღის თემის“ შეკითხვებს მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია და ჯანდაცვის სპეციალისტები უპასუხებენ;
🔴 სავაჭრო ცენტრებს, ბაზრობებსა და მსხვილ ქსელურ მაღაზიებს შესაძლოა, საქმიანობა დროის გარკვეულ მონაკვეთებში შეეზღუდოს – მთავრობა ბიზნესთან კონსულტაციებს მართავს; ქვეყანაში სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით ე.წ. ლოქდაუნი არ იგეგმება; კონკრეტული შეზღუდვები მიმდინარე კვირაში გამოცხადდება;
🔴 ევროპასა და აშშ-ში ეპიდემიის მეორე ტალღა მძვინვარებს – მსოფლიო მასშტაბით პანდემიამ დღემდე 1.3 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 60 მილიონს უახლოვდება; ევროპის ქვეყნები სრულ კარანტინს მიმართავენ, რიგი ქვეყნები კი ნაწილობრივი კარანტინის მომხრეა;
🔴 საერთაშორისო პარტნიორთა ღია გზავნილები ქართულ ოპოზიციას და ოპოზიციის პასუხი – ევროპა პოლიტიკურ ძალებს პარლამენტში შესვლისკენ და მანდატების გამოყენებისკენ მოუწოდებს, თუმცა დასავლური გზავნილები ამ დრომდე გზავნილებად რჩება; მოლაპარაკებების პარალელურად, ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია და ხელახალ, ან რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს.

მოამბე