#მოამბე 21 საათზე, 22 მარტი, 2023 #LIVE
- რომან გოცირიძე ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ყოფილ თანაგუნდელებს პარლამენტში პრემიერის მისვლისას პოლიტიკურ სუფრაზე ეპატიჟება – სამუშაო ჯგუფებში ჩართვის ნაცვლად ევროკულუარებსა და ქუჩის აქციებზე ორიენტირებულმა ოპოზიციონერებმა შესაძლოა, სტრატეგიას კიდევ ერთხელ გადახედონ
- ილია დარჩიაშვილის ვიზიტი ბრიუსელში და შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან – საქართველოს პირველი დიპლომატის დღის წესრიგი, მაღალი დონის შეხვედრებზე განხილული საკითხები და გზავნილები ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან
- პრეზიდენტი მაკრონი საფრანგეთის მოსახლეობას მიმართავს და აცხადებს, რომ საპენსიო რეფორმა არც თავად სიამოვნებს, თუმცა მისი დამტკიცება გარდაუვალმა აუცილებლობამ გამოიწვია – ცვლილებებით უკმაყოფილო მოქალაქეები პროტესტს პარიზის ქუჩებში გამოხატავენ
- კლინიკებს პირველი სექტემბრიდან ქირურგიის ახალი სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ – წინააღმდეგ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშება. დაწესებულ მოთხოვნებს ექსპერტთა ნაწილი დროულად და სამართლიანად მიიჩნევს
მოამბე