▪ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 44-მდე გაიზარდა;
გამოჯანმრთელებულია ერთი პაციენტი; კარანტინის რეჟიმშია – 1925;
ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 271 ადამიანი იმყოფება;
▪ ინფიცირებული 44 პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა პრობლემურია – მარინა ეზუგბაია;
▪ ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის ქვეყანაში დამატებითი საკარანტინო სივრცეები მოეწყობა;
▪ ხვალიდან საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლა შეჩერდება, განხორციელდება მხოლოდ „საქართველოს ავიახაზების“ რეისები – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება;
▪ #დარჩისახლში გადაიღე პოზიტიური ვიდეო, გამოხატე თანადგომა და იყავი ჩვენთან ერთად!
შენ მარტო არ ხარ! საქართველოს პირველი არხის ინიციატივა.