▶ მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მოლაპარაკებების გაგრძელების პერსპექტივა – ოპოზიციის 51 დეპუტატი მანდატს ინარჩუნებს; „ქართული ოცნება“ ოპოზიციას პარლამენტში შესვლის გზას უტოვებს, რასაც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას უწოდებს, ოპოზიციის ნაწილი კი შემხვედრ ნაბიჯს დროის გაჭიანურებად მიიჩნევს და ბოიკოტს განაგრძობს;
▶ დავით გარეჯის საქმე და მიმდინარე გამოძიება – პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვისი დავალებით მოქმედებდნენ ბრალდებულები ქვეყნის საზიანოდ, თუმცა არ მალავს, რომ შესაძლო დამნაშავე პირთა წრე დადგენილია და ბრალდების წარსადგენად მტკიცებულებები გროვდება; გამომძიებელთა შეკითხვებს ხვალ ყოფილი დეპუტატი, დავით დარჩიაშვილი უპასუხებს; ჯერჯერობით უცნობია, დადგება თუ არა ყოფილ მაღალჩინოსანთა პასუხისმგებლობის საკითხი;
▶ ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი კვლავ დაბალია, რის გამოც შესაძლოა, დედაქალაქში შეზღუდვები დათქმულ ვადაზე ადრე მოიხსნას; ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი აცხადებს, რომ მესამე ტალღის წარმოქმნა შეზღუდვების მოხსნის ტემპებსა და მოსახლეობის ქცევაზეა დამოკიდებული; ქვეყანა ვაქცინაციისთვის ემზადება და წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60 %-ის ვაქცინაციას გეგმავს.
მოამბე