#მოამბე 21 საათზე, 2 ნოემბერი, 2020 #LIVE

▶ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს დადებითად აფასებს, ოპოზიცია კი კვლავ ქუჩაშია – შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს უნდობლობას უცხადებს და ბოიკოტის მიზეზად არჩევნების არალეგიტიმურობას ასახელებს; ოპოზიციის გეგმები და განცხადებები;

▶  საპარლამენტო არჩევნები 2020 და საერთაშორისო საზოგადოებისა და ქართული ოპოზიციის თვალით დანახული რეალობა – დარღვევების არსებობის მიუხედავად, არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ არ დგას; ეუთო-ოდირის შეფასებით საქართველოში თავისუფალი არჩევნები ჩატარდა, ოპოზიცია კი კენჭისყრის მეორე დღესვე ქუჩაში გადის; ქვეყანაში წარმოდგენილი დიპლომატიური კორპუსი ეუთო-ოდირის დასკვნას იზიარებს;

▶  ერთი დღე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე და ბრძოლა გადაუწყვეტელი შტატების მოსაგებად – აშშ ხვალ ახალ პრეზიდენტს აირჩევს; 2020 წლის დაძაბული საარჩევნო კამპანია და კანდიდატთა ურთიერთბრალდებები;

▶ ბოლო ორი დღეა, საქართველოში კოვიდშემთხვევათა რაოდენობა იმატებს – გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 ადამიანი; სპეციალისტები რისკების ზრდაზე საუბრობენ, რაც მათი თქმით, ქუჩის აქციებს უკავშირდება.

მოამბე