#მოამბე 21 საათზე, 2 ივნისი, 2023 #LIVE
- ქართული პოლიტიკური სპექტრი პოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებით ვერ თანხმდება – პრემიერი აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება პოლარიზაციას მინიმუმამდე დაიყვანს, რასაც ოპოზიცია არ ეთანხმება და პოლარიზაციის წყაროდ მმართველი გუნდის პოლიტიკას მიიჩნევს
- რუსეთის ავიაიერიშები უკრაინის წინააღმდეგ – საჰაერო თავდასხმა ქვეყნის დედაქალაქზე და უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიში ოკუპირებული ბერდიანსკის პორტში; კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებების პერსპექტივას მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიიდან რუსეთის ძალების სრულად გაყვანის შემდეგ განიხილავს
- ჰოსპიტალურ სექტორში შიდა ინფექციების გავრცელება ჯანდაცვის სისტემის სერიოზულ გამოწვევად რჩება – ვითარება სამედიცინო დაწესებულებებში, ჰოსპიტალური ინფექციების გავრცელების გზები და კონტროლი
- საქართველო 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანა იქნება და ევროპის კომისიის 38 ქვეყნის გადაწყვეტილებით კონტინენტის სახელით წარდგება – საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის მორიგი აღიარება და ცნობადობის ზრდის პერსპექტივა საერთაშორისო ბაზარზე
მოამბე