▶ საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გზავნილის მოლოდინში – ნატო-ს საგარეო მინისტერიალზე ორგანიზაციაში საქართველოს პერსპექტივა განიხილება; ალიანსის ექსპერტთა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც იენს სტოლტენბერგის დავალებით მომზადდა, ავტორები ორგანიზაციას მოუწოდებენ, საქართველოს გაწევრიანების საკითხი უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს; ვარშავაში მიმდინარე მინისტერიალი, განცხადებები და პოლიტიკური შეფასებები;
▶ კიდევ ერთი უკანონო შეთანხმება ოკუპირებულ აფხაზეთთან – სოჭში ხელმოწერილმა დოკუმენტმა, რომელიც მთლიანად რუსეთის ინტერესებზეა მორგებული, აფხაზეთში ვნებათაღელვა გამოიწვია; კონფლიქტოლოგები შეთანხმებას სრული სამართლებრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ და ვარაუდობენ, რომ შემდეგი ნაბიჯი მიწისა და უძრავი ქონების კანონმდებლობის შეცვლა იქნება;
▶ ინფიცირების 4033 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 39 ფაქტი – საქართველოში კორონავირუსზე მასშტაბური ტესტირება იწყება; ორთვიანი გაფართოებული კვლევის მიზანი ინფიცირებულთა დროული გამოვლენა, იზოლირება და შედეგად, ინფექციის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტაა; ტესტირება 200-მდე პოლიკლინიკასა და სტაციონარში ჩატარდება; ქვეყანას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის გეგმა ორ კვირაში ექნება;
▶ მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გამოიყენებს, გაერთიანებული სამეფოა – ქვეყანა ვაქცინაციას სამშაბათს იწყებს, აშშ-ის მოქალაქეებისთვის კი ის დეკემბრის შუა რიცხვებიდან გახდება ხელმისაწვდომი; ევროკავშირი ვაქცინის დამტკიცებას არ ჩქარობს და ავტორიზაციის გაცემამდე ხანგრძლივ შემოწმებას გეგმავს.
მოამბე