#მოამბე 21 საათზე, 18 მარტი 2024 #LIVE
  • თბილისში რეგიონული ტურნეს ფარგლებში ერთდღიანი ვიზიტით მყოფი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი საქართველოს ღირებულ პარტნიორს უწოდებს, ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრობს და უკრაინის მიმართ თბილისის მხარდაჭერას დადებითად აფასებს – იენს სტოლტენბერგის შეხვედრა პრემიერთან, პრეზიდენტთან, NATO-ს გზავნილები და საქართველო სამიტის მოლოდინში
  • ვეტინგის“ სისტემა საერთაშორისო პრაქტიკაში, მოდელის დანერგვის მოთხოვნა და შეფასებები – უმრავლესობა ინიციატივის მიღმა მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური გავლენების მოპოვების მცდელობას ხედავს; ცალკეული მოსამართლეების მიერ „ვეტინგის“ მხარდაჭერა სასამართლო კორპუსში არაკოლეგიალობად და კოლეგათა პროფესიული ღირსების შელახვად ფასდება
  • ანაკლიის პორტში საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა – ეკონომიკის სამინისტრომ სატენდერო დოკუმენტაცია მსოფლიოს ოთხ ყველაზე დიდ კომპანიას გაუგზავნა; სახელმწიფოს წილი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში და მნიშვნელობა ქვეყნისა და რეგიონისთვის
  • ილია თოფურია პრემიერ-მინისტრის მოწვევით საქართველოში ჩამოვიდა – UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის წინ „დინამო არენაზე“ საჩემპიონო ქამარს წარადგენს; საზეიმო დახვედრა აეროპორტში და გულშემატკივართა შეხვედრა ქართველ დიდოსტატთან

მოამბე