🔴 ზაზა გახელაძეს დეფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით წარუდგინა – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბრალდებებს არალეგიტიმურს უწოდებს. გატაცებული ახალგაზრდის ოჯახს მხარდაჭერას უცხადებს ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელმაც ოკუპანტთა ტყვეობაში 48 დღე გაატარა;
🔴 გამოძიებამ გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარ მოწმეთა მიმოწერები ამოიღო, რომელიც ტრაგედიის ღამეს განვითარებულ მოვლენებს ასახავს. აქტიურად მიმდინარეობს კომპლექსური ექსპერტიზა, ბრალდებულთა ადვოკატები კი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას ითხოვენ. საქმეში დაზარალებულად ცნობილი ფოტოგრაფი ბულინგზე საუბრობს და მედიისთვის პრესკონფერენციის ჩატარებას გეგმავს;
🔴 ბრიუსელში მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა – ევროპელი ლიდერები კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნების დასახმარებლად ფონდიდან თანხების გაცემის პირობებზე ვერ თანხმდებიან. გერმანია და საფრანგეთი სოლიდარობის მომხრეა, ესპანეთი და იტალია სწრაფ გადაწყვეტილებას ითხოვს;
🔴 მილანის მოდის კვირეული ახალ რეალობაში – მსოფლიო პანდემიის პირობებში „დოლჩე გაბანას“ მიერ წარმოდგენილი პირველი დეფილე სამედიცინო ცენტრის ეზოში, მამაკაცის ტანსაცმლის ახალი კოლექცია და დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას გზავნილი მსოფლიოს.
მოამბე