#მოამბე 21 საათზე, 17 დეკემბერი, 2020 #LIVE
მმართველი გუნდის ინიციატივა და პოლიტიკური ვნებათაღელვა – ბარიერგადალახული პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებენ, ხოლო დეპუტატებს, რომლებიც სხდომებს ერთი თვის განმავლობაში არ დაესწრებიან, ხელფასი არ დაერიცხებათ; ოპოზიცია მმართველ გუნდს პოლიტიკურ ლოგიკას უწუნებს და ინიციატივას შანტაჟად აფასებს;
„სამართლიანი არჩევნების“ ბრალდება არგუმენტების გარეშე და ირაკლი კობახიძის მიმართვა ორგანიზაციას, რასაც ISFED-ი ამ დრომდე არ გამოხმაურებია – ორგანიზაციას არ მიუთითებია საარჩევნო უბნები, სადაც მათი მტკიცებით, ამომრჩეველთა რაოდენობასა და ხმებს შორის დისბალანსი დაფიქსირდა; მმართველი პარტია ხელოვნური მანიპულაციის მცდელობაზე საუბრობს და ორგანიზაციისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს;
რუსეთის პრეზიდენტის პრესკონფერენცია და ჟურნალისტთა შეკითხვები, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა უპასუხა – მისი განცხადებით, რუსეთმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა და ქვეყანა პანდემიას ყველაზე კარგად მომზადებული შეხვდა; ირკვევა, რომ პრეზიდენტს რუსი მეცნიერების მიერ შექმნილი ვაქცინა ჯერ არ გაუკეთებია;
ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის დოკუმენტური ფილმი – “წყალს საზღვრები არ აქვს“, რომელმაც საერთაშორისო აღიარება უკვე მოიპოვა.- მოგზაურობა ენგურჰესის კაშხალზე, რომელიც საოკუპაციო ხაზმა შუაზე გაყო, ხელოვნური ბარიერები და საიდუმლო ამბები; ქართულ-ფრანგული კინოპროდუქტის საერთაშორისო პრემიერა ევროპაში იგეგმება, ქართველი მაყურებელი კი მარადია ცაავას სადებიუტო ნამუშევარს 2022 წელს ფესტივალ „სინედოკ თბილისზე“ ნახავს
მოამბე