▶„ოცნების“ ხელისუფლების ჰუმანური აქტი მსჯავრდადებულებსა და ბრალდებულებს – ქვეყანაში ამნისტია იგეგმება, რომელსაც 9 209 ბრალდებული და მსჯავრდებული ელის; კანონპროექტის სამუშაო ვერსია მხოლოდ 44-ე მუხლს შეეხება, თუმცა შესაძლოა, დანაშაულის კატეგორიებს სისხლის სამართლის სხვა მუხლებიც დაემატოს;
▶ პროტესტი აფრიკის დასახლებაში – მოქალაქეები თვითნებურად აშენებული შენობების დემონტაჟს აპროტესტებენ, დედაქალაქის მთავრობა კი აცხადებს, რომ უკანონო ნაგებობებში არავინ ცხოვრობდა, ხოლო მოქალაქეებმა დემონტაჟამდე არაერთი გაფრთხილება მიიღეს; სოციალურ ქსელში მამა-შვილზე საგანგებოდ შეთხზული ისტორია და კახა კალაძის პირადი საჩუქარი სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს;
▶ ოპოზიცია პარლამენტის ბოიკოტირებას განაგრძობს – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა მეათე მოწვევის პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით მიმართეს; გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს „პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“ და პარტია „მოქალაქეები“; ევროკავშირის ელჩი მხარეებს სათანადო დასკვნების გაკეთებისკენ მოუწოდებს; დეპუტატებს მიმართვების უკან გასაწვევად 7-დღიანი ვადა აქვთ;
▶ უნიკალური ქართული ხელნაწერის, ლახამულას ოთხთავის რესტავრაცია, რომელიც 18 თვის შემდეგ კვლავ სოფელს დაუბრუნდება – XII საუკუნის ძეგლი და ეტრატის ფურცლებზე შესრულებული 22-მდე მინაწერი, რომელიც სვანური საგვარეულოების ისტორიასა და სხვა მნიშვნელოვან ცნობებს ინახავს.
მოამბე