#მოამბე 21 საათზე, 15 დეკემბერი, 2020 #LIVE
🔴 „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარემ დატოვა, რის შესახებაც პარტიამ ფეისბუქპოსტით შეიტყო – გრიგოლ ვაშაძე წასვლის ერთ-ერთ მიზეზად პარტიაში ოდიოზური ფიგურების არსებობას ასახელებს, უკვე ყოფილი თანაგუნდელები კი მისგან განმარტებას ითხოვენ; ბრძოლა გავლენებისთვის, პარტიული გენერლის გარეშე დარჩენილი გუნდი და შეფასებები;
🔴 ოპოზიციის ულტიმატუმებით ბრძოლის სტრატეგია და ხელისუფლების პასუხი – ხუთი პარტიის საარჩევნო სიები გაუქმდა, შემდეგი ეტაპი კი მანდატებზე უარის თქმაა, რასაც ოპოზიცია ჯერჯერობით, არ ჩქარობს; ოპონენტთა გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი ამომრჩევლის ღალატად აფასებს, ალეკო ელისაშვილის პარტია კი ოპოზიციას სტრატეგიას უწუნებს;
🔴 უკანონო ნაგებობების დემონტაჟი მწვავე პროტესტის ფონზე – თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე უნებართვოდ აშენებული 12 ნაგებობა დაანგრია, რასაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა; კახა კალაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობები დაუშვებელია;
🔴 საქართველოს პირველი არხის ექსკლუზიური კონტრაქტი „დისნეისთან“ – „დისნეის“ ჯადოსნური სამყარო, 349 ფილმი, ქართულად დუბლირებული ანიმაციები და ქართულადვე აჟღერებული პოპულარული კომპოზიციები პირველი არხის ეთერში, რომელთა ჩვენება პირველ იანვარს დაიწყება – ჰოლივუდში წარმატების საძიებლად ჩასული უოლტ დისნეის ახდენილი ოცნებები და გზა მსოფლიო ინდუსტრიამდე.

მოამბე