#მოამბე 21 საათზე, 15 აპრილი, 2024 #LIVE
  • მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული რეზონანსული კანონპროექტის განხილვა ხმაურისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე – ალეკო ელისაშვილის თავდასხმა მამუკა მდინარაძის მიმართ და დარბაზიდან გაძევებული დეპუტატები; ხელისუფლების არგუმენტები და დაპირისპირებაში გადაზრდილი შინაარსობრივი განხილვა
  • ოპოზიციის ნაწილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს კვლავ ქუჩაში აპროტესტებს, ინიციატივის უკან გაწვევამდე ზეწოლის გაძლიერებას აანონსებს და ხელისუფლების შეცვლაზე საუბრობს – მმართველი გუნდის ოპონენტთა ნაწილი ინიციატივის ირგვლივ შექმნილი ვნებათაღელვის საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებაზე საუბრობს და კოლეგებს სტრატეგიას უწუნებს; „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ქუჩაში გასული ოპოზიცია რადიკალიზაციისთვის ემზადება
  • უკიდურესად დაძაბული ვითარება ახლო აღმოსავლეთში და კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე – მედიის ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა ირანიდან ნასროლმა ცხრა ბალისტიკურმა რაკეტამ გადალახა და სამიზნე სამხედრო ობიექტებამდე მიაღწია; ჯოზეფ ბორელი შექმნილ ვითარებას უფსკრულის პირას დგომას უწოდებს და უკუსვლის აუცილებლობაზე საუბრობს
  • პარიზის წიგნის ფესტივალი – საქართველოს ეროვნული კუთხე ევროპის ერთ-ერთ მასშტაბურ სალიტერატურო-კულტურულ ღონისძიებაზე, რარიტეტული, თუ ექსკლუზიურად გამოფენისთვის შექმნილი გამოცემები და ფესტივალის სტუმრებისთვის წარდგენილი ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურა

მოამბე