#მოამბე 21 საათზე, 13 დეკემბერი, 2022 #LIVE
  • მომზადებული რეზოლუციის პროექტი და დებატები ევროპარლამენტში, განსხვავებული პოზიციები ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი – დეტალები სტრასბურგიდან
  • კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში და ევროკავშირის ომბუდსმენის ინიციატივა ეთიკის სისტემის გადახედვის შესახებ – გამოძიება ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ყოფილ ევროდეპუტატს და კიდევ ორ პირს ქრთამის აღებას, ფულის გათეთრებასა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას ედავება
  • სახალხო დამცველის კანდიდატებზე პოლიტიკურ სპექტრში შეთანხმება ამ დრომდე ვერ ხერხდება – უშედეგოდ დასრულებული კონსულტაციები ოპოზიციასთან და პოლიტიკური შეფასებები
  • ჯაკომო პუჩინის „ბოჰემას“ პრემიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში – ფრანგი მწერლის, ანრი მიურჟეს რომანზე დაფუძნებული ლიბრეტო და ნიჭიერი, მაგრამ ღარიბი ახალგაზრდა არტისტების ცხოვრება ახალი თაობის მომღერალთა შესრულებით

მოამბე