#მოამბე 21 საათზე, 12 სექტემბერი, 2022 #LIVE
🔴 სახალხო დამცველის არჩევის წესი პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემა ხდება;
🔴 პრეზიდენტი პოლიტიკური სპექტრის მთავარ გამოწვევაზე საუბარს კიდევ ერთხელ ააქტიურებს – ეროვნული თანხმობის მიღწევა სალომე ზურაბიშვილის დღის წესრიგში პრიორიტეტულ საკითხად რჩება;
🔴 აქტიურდება ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხი, რომელიც წლების წინ მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების თემად იქცა;
🔴უკრაინელთა კონტრშეტევა წარმატებით მიმდინარეობს – ქვეყნის გენშტაბი ხერსონში 500-ს კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან გათავისუფლებულად აცხადებს;
🔴 გაერთიანებული სამეფო დედოფალს ემშვიდობება – ელისაბედ მეორის ცხედარი ახლა ედინბურგში, წმინდა ეგიდიუსის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული;
🔴 პროფესიულ კოლეჯებზე მოთხოვნა გაზრდილია – წინა წლებთან შედარებით, მიმართვიანობამ 70%-ით იმატა;
🔴 თბილისში კედლის მხატვრობის ფესტივალი გაიხსნა;
🔴 სვანეთში ცნობილ ქართველ ფოტოხელოვანს და ალპინისტს იხსენებენ – გურამ თიკანაძის 90 წლის იუბილეს სპეციალური გამოფენა მიუძღვნეს.

მოამბე