🔴 უკრაინიდან მუქარისშემცველი რიტორიკა არ წყდება – ქართული პოლიტიკური სპექტრის ყურადღების ცენტრში ამჯერადაც დავით არახამია მოექცა;
🔴 ევროკავშირის კანდიდატობისთვის საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულების გზებზე ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი ისევ ვერ თანხმდება;
🔴 ენერგეტიკული კრიზისი – დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები რუსეთს ენერგომატარებლების ექსპორტს და, შესაბამისად, შემოსავლებს უზღუდავს;
🔴 ავარიული შენობები თბილისში – პრობლემა ვარკეთილში მომხდარმა ბოლო შემთხვევამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა;
🔴 საავადმყოფოებში ჩატარებულმა მონიტორინგმა ფინანსური დარღვევები გამოავლინა;
🔴 ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი მუსიკალური დღესასწაული დაიწყო – ერთი საათის წინ ბათუმში ჯაზფესტივალი გაიხსნა.
მოამბე