#მოამბე 21 საათზე, 11 ნოემბერი, 2020 #LIVE
🔴 საქართველო მაღალი რანგის სტუმარს უმასპინძლებს – მაიკ პომპეო ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება; ამერიკელი მაღალჩინოსნის დღის წესრიგში ოპოზიციასთან შეხვედრა არ არის;
🔴 მმართველი გუნდი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერად აფასებს, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ მაიკ პომპეო ქვეყანაში შექმნილი კრიზისის განსამუხტად ჩამოდის;
🔴 კიდევ ერთი შეთანხმება მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით – ამჯერად, მემორანდუმი ანკარა-მოსკოვს შორის გაფორმდა; კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტას რუსეთ-თურქეთი გააკონტროლებს; ვითარება უკიდურესად იძაბება ერევანში, სადაც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ; ქვეყნის ოპოზიცია გარდამავალი მთავრობის შესაქმნელად ემზადება;
🔴 არჩევნების შედეგების შეჯამება აქციების ფონზე დასრულდა – დავები სასამართლოში გადაინაცვლებს; ოპოზიციამ კომისიების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გააპროტესტა და პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა;
🔴 საოლქო კომისიების გადაწყვეტილებები და ოლქები, სადაც ხელახალი არჩევნები და მეორე ტური გაიმართება;
🔴 დავით სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმი მეცენატის აღმოსავლურ ოთახში – ისტორიული დოკუმენტები, სურათები, ხელნაწერები, პირადი ნივთები და ვიდეორგოლში გაცოცხლებული სარაჯიშვილისეული სახლის ისტორია, მასპინძლებისა და სტუმრების ცხოვრება; მაჩაბლის 13 ნომერში რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის გახსნაც იგეგმება.

მოამბე