პრემიერი ბერლინში / ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები – პოლიტიკური ტენდენციები
▶ გერმანიაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენცია უკრაინის აღსადგენად და საქართველოს პრემიერი ბერლინში – ღონისძიების მონაწილე ქვეყნები და ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა სახელმწიფო მეთაურთა სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც გერმანიის ფედერალური კანცლერი და უკრაინის პრეზიდენტი ხელმძღვანელობდნენ. საქართველოს მხარდაჭერა უკრაინას და გზავნილები დასავლეთს. „მოამბე“ ბერლინიდან
▶ ძალთა შეცვლილი ბალანსი ევროპარლამენტში, ახალი პოლიტიკური რეალობა და ევროპული არჩევნების გავლენა საქართველოზე – გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები ულტრამემარჯვენე პარტიების მიღწევებს შემაშფოთებელს უწოდებენ. „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ელიტების მიმართ ამომრჩევლის მზარდ უნდობლობაზე საუბრობს, ოპოზიცია კი ბრიუსელის მსხვილ პოლიტიკურ კონფიგურაციებში ცვლილებებს არ ელოდება და მიიჩნევს, რომ საქართველოს მიმართ მკაცრი რიტორიკით გამორჩეული ლიბერალური ფრთის დღის წესრიგი უცვლელი დარჩება
▶ „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტი ლატვიის დედაქალაქში – ღონისძიება უნგრეთისა და სლოვაკეთის წარმომადგენლების გარეშე, მონაწილე ქვეყნები და დღის წესრიგი. ალიანსი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გამო თავდაცვის გაძლიერებაზე საუბრობს, კრემლი კი პროვოკაციებზე მიუთითებს და არასტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნების მეორე ეტაპის დაწყებას ევროპიდან რუსეთისკენ მიმართულ საფრთხეს უკავშირებს
▶ იოანე ზოსიმეს მიერ ხუცური ანბანით დაწერილი ტექსტი და X საუკუნით დათარიღებული პალიმფსესტი, რომელიც რამდენიმე საათის წინ კრისტის აუქციონზე ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა, საქართველოში ბრუნდება – საუკუნეების განმავლობაში სინას მთაზე, შემდგომ კი კერძო კოლექციონერის, მარტინ შოენის კოლექციაში დაცული უნიკალური ქართული ხელნაწერი მალე ეროვნული მუზეუმის კუთვნილება გახდება
მოამბე