#მოამბე 21 საათზე, 11 ივლისი, 2020 #LIVE

🔴 სოკოს საკრეფად წასული 33 წლის ახალგაზრდა რუსმა სამხედროებმა ჯერ ფეხის არეში დაჭრეს, შემდეგ კი დააკავეს. ქართულმა მხარემ ფაქტის შესახებ საერთაშორისო პარტნიორებს აცნობა, რომლებიც პროცესში უკვე ჩაერთნენ; გატაცება საოკუპაციო ზოლთან და პოლიტიკური შეფასებები;
🔴 გენეტიკური ექსპერტიზა და დამატებითი კვლევა, რომელმაც 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეში ყველაზე მთავარ კითხვას უნდა უპასუხოს. გიორგი შაქარაშვილის ოჯახი Toyota Camry -ში მჯდომი პირებისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს, რასაც ბრალდებულთა ადვოკატები არ ეთანხმებიან;
🔴 მეჩეთად გადაკეთებული ტაძარი და საერთაშორისო საზოგადოების შეფასებები – იუნესკო აია-სოფიას კულტურული სტატუსის გადახედვას გეგმავს. დასავლეთის კრიტიკას პრეზიდენტი ერდოღანი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტში ჩარევად მიიჩნევს;
🔴 ბერშუეთის სამონასტრო კომპლექსს საფუძვლიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდება და გვიანდელი ჩარევების გამო ფორმაშეცვლილი ტაძარი ავთენტური სახით აღდგება. სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. 

მოამბე