#მოამბე 21 საათზე, 10 სექტემბერი 2024 #LIVE
- „ქართული ოცნების“ სტაჟიანი წევრები, მოქმედი დეპუტატები, ახალი სახეები, ცნობილი სპორტსმენები – მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეული ცნობილია;
- დავით კეზერაშვილის გამო, ხელისუფლება ევროკავშირისგან განმარტებებს ითხოვს. რამდენიმე დღის წინ გახსნილად გამოცხადებულ დანაშაულებრივ სქემაში ყოფილი მინისტრის ფიგურირებამ მმართველ გუნდს ახალი კითხვები გაუჩინა;
- მესამე სექტორის ნაწილი მთავრობის შეთავაზებას არ იღებს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გეგმა პოლიტიკური დავის საგანი ხდება;
- საჯარო გამოჩენა სამთვიანი პაუზის შემდეგ – ქეით მიდლტონი საზოგადოებას მიმართავს.
მოამბე