#მოამბე 21 საათზე, 10 ნოემბერი, 2020 #LIVE

▶ ალიევის, ფაშინიანისა და პუტინის ხელმოწერით ცხრაპუნქტიანი შეთანხმება შედგა – სადავო ტერიტორიის რამდენიმე რაიონი აზერბაიჯანს გადაეცემა, ხოლო არაღიარებული ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელ დერეფანს რუსი სამშვიდობოები გააკონტროლებენ; ერევანი არეულობამ მოიცვა; შეთანხმებით უკმაყოფილო მოქალაქეები მთავრობის სახლში შეიჭრნენ და პრემიერის რეზიდენცია გაძარცვეს; ნაცემია პარლამენტის თავმჯდომარე;

▶ გრიგოლ ვაშაძის მოულოდნელი გზავნილი და რამდენიმე წუთში უკან წაღებული სიტყვები – თანაგუნდელთა პროტესტის გამო, გრიგოლ ვაშაძეს ოთხპუნქტიანი დაზუსტების გაკეთება მოუხდა; რატომ ალაპარაკდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დიალოგის აუცილებლობაზე და გახდა თუ არა ის თანამებრძოლთა სტრატეგიის მძევალი;

▶ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსს 521 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – ვირუსის გავრცელების დღიური მაჩვენებელი კვლავ 3 000-ს უახლოვდება; ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ პიკის დროს შემთხვევათა რაოდენობა 4 000-მდე გაიზრდება; საქართველო და მსოფლიო ვაქცინის მოლოდინშია;

▶ ისტორიული მატჩი და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მზადება შეხვედრისთვის – 12 ნოემბერს, „ევრო 2020-ის“ პლეი ოფის ფინალში საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება და მოგების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს; მატჩის ტრანსლირებას საქართველოს პირველი არხი უზრუნველყოფს; შეხვედრა მაყურებლის გარეშე გაიმართება.

მოამბე