#მოამბე 21 საათზე, 10 ივლისი, 2024 #LIVE
  • ნატო-ს სამიტი ვაშინგტონში – ალიანსის დღის წესრიგი და მთავარი საკითხები; ქართული დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები, ენტონი ბლინკენის სახელით დაგეგმილი მიღება და ქვეყანა პროგრესისა და რეფორმების აღიარების მოლოდინში; „მოამბე“ ვაშინგტონიდან
  • ქართული თავდაცვის ძალების დახმარებაზე უარს აშშ-ის შემდეგ ევროკავშირიც აცხადებს – გადაწყვეტილებების შეცვლის წინაპირობად საქართველოს ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯები სახელდება; ოპოზიცია დასავლეთის გზავნილებს საარჩევნო დივიდენდად მიიჩნევს, მართველი გუნდი კი რუსეთისგან გაზრდილი საფრთხეების ფონზე პარტნიორთა გადაწყვეტილებებს გაუგებარს უწოდებს და დახმარების მიღმა არსებულ ფარულ მიზნებზე მიუთითებს
  • საფრანგეთის მთავრობის ფორმირება და კოალიციების შექმნისა და უმრავლესობის ჩამოყალიბების ბუნდოვანი პერსპექტივა – არჩევნებში გამარჯვებული პარტიები პრემიერობის კანდიდატზე ვერ თანხმდებიან; პრეზიდენტი მაკრონი პოლიტიკურ ძალებს უმრავლესობის შესაქმნელად დიალოგისკენ და სამთავრობო პროგრამაზე მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს
  • კიბერ-თაღლითობის ახალი სქემა – შეტყობინებები გზავნილის ჩამოსვლის შესახებ და ფიშინგის მსხვერპლთა რეკორდულად გაზრდილი მაჩვენებელი; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მოწოდება მოქალაქეებს და სპეციალისტთა რჩევები

მოამბე