#მოამბე 21 საათზე, 10 ივლისი, 2023 #LIVE
- ნატოს სამიტი ვილნიუსში და ალიანსის დღის წესრიგი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სამიტამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნებულ ღია წერილში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე ალიანსის ინერტულობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს; უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით წევრ სახელმწიფოებს შორის კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა
- ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი პირი უდანაშაულოდ ცნო, ხოლო რვა განსასჯელს სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა – პროკურატურა გამამტყუნებელ განაჩენებს საფუძვლიანად მიიჩნევს, დაცვის მხარე კი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს
- ონკოლოგიური დაავადების მქონე 300-მდე ბავშვი მკურნალობას თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში შეძლებს, რისთვისაც სახელმწიფო 30 მილიონ ლარს გამოყოფს – პროგრამა საქართველოში ბავშვთა სრულყოფილი ონკოლოგიური ცენტრის შექმნამდე გაგრძელდება
- პროექტი „ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვა“, რომელიც სოფელ კეხვიდან დევნილი მოსახლეობის არამატერიალურ მემკვიდრეობას ეძღვნება – ვიდეო ჩანახატებით გადმოცემული პატარა სოფლის ტრადიციებისა და დღესასწაულების აღნიშვნა დევნილთა დასახლებებში და ოცნება სახლში დაბრუნებაზე
მოამბე