▶ მიხეილ სააკაშვილის მეუღლეს ბერლინის ცენტრში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე გამოკითხავენ, რომელსაც ყოფილი პირველი ლედი მკვლელობის დღეს უნდა შეხვედროდა; ხანგოშვილთან დაგეგმილი შეხვედრის დეტალებზე პირველ არხთან მოკლულის ძმა და გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი საუბრობს;
▶ პარლამენტის შეკრებამდე ერთი დღით ადრე ოპოზიცია კვლავ ბოიკოტს ირჩევს და მანდატებზე უარს ამბობს, მმართველი გუნდი კი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მიმართვების დაკმაყოფილებას გეგმავს; ალეკო ელისაშვილი ბოიკოტის წერილობით გაფორმების ცერემონიას არ უერთდება; ბოიკოტის მიუხედავად ოპოზიციის ნაწილი მოლაპარაკებებში მონაწილეობას აპირებს;
▶ ოპოზიციური ერთობა დაიშალა – პარტია „მოქალაქეები“ ირწმუნება, რომ დახურულ კარს მიღმა მიმდინარე ხმაურის სათავეში „ევროპული საქართველო“ იდგა და ბოკერია-უგულავას გუნდს შემდგომში რევოლუციის მიზნით შეთანხმების ჩაშლა სურდა, მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ პროცესს სხვა მთავარი აქტორებიც ჰყავს;
▶ ინფიცირების შემცირებული სტატისტიკა შეზღუდვების გამკაცრებიდან ორი კვირის თავზე – სპეციალისტები ბოლო დღეების მაჩვენებლებს სტაბილიზაციის ფაზაში გადასვლად აფასებენ და დეკემბრის ბოლოდან რეგულაციების შერბილებას საფრთხედ მიიჩნევენ.
მოამბე