▪ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო შეთანხმება 120/30-ის მოდელზე,
1%-იან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40%-იან ბარიერზე შედგა;
▪ ცვლილებების პაკეტი პარლამენტში სავარაუდოდ უკვე ხვალვე დარეგისტრირდება;
▪ საკითხები, რაზეც მხარეებმა ელჩების მონაწილეობით იმსჯელეს, დოკუმენტურად უკვე გაწერილია.
▪ საჩხერის კლინიკაში რჩება პაციენტთა ნაწილი, მათგან ერთს კოვიდ-19 უკვე დადასტურებული აქვს, კიდევ ერთი მოქალაქის პასუხებს კი ლუგარიდან დღეს ელოდებიან;
▪ ოკუპანტების ტყვეობაში ორი კვირის განმავლობაში მყოფი ელდარ გუნდიშვილი, ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა მოინახულა.