მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
28 ნოემბრიდან ჩერდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო. მოქალაქეებს შაბათიდან, საქართველოს მასშტაბით, საღამოს 9-დან დილის 5 საათამდე ეზღუდებათ გადაადგილების შესაძლებლობა, როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით;
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა კიდევ 3801.
მოამბე