#მოამბე 21 საათზე, 22 დეკემბერი, 2020 #LIVE
ეპიდვითარების გათვალისწინებით, შეზღუდვების დიდი ნაწილი არ იხსნება – 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით კვლავ არ იმოძრავებს საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო სავაჭრო ცენტრები, გარდა ბაზრობებისა, დიდ ქალაქებში მკაცრი კონტროლით იმუშავებს; მომხმარებელთა ნაკადები სპეციალური ხელსაწყოებით გაკონტროლდება;
„ლეიბორისტულ პარტიაში“ აცხადებენ, რომ სახალხო პარლამენტის შექმნას აქტიურად შეუდგნენ და თანამოაზრეებთან კონსულტაციები მიმდინარეობს, რასაც ოპოზიციური პარტიები არ ადასტურებენ; ალტერნატიული ორგანოს შექმნის იდეა – აბსურდი თუ რეალობა;
მოსკოვმა ევროკავშირის წინააღმდეგ დაწესებული საპასუხო სანქციები გააფართოვა, ხოლო გერმანიის, შვედეთისა და საფრანგეთის ელჩები საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს – რუსეთის გადაწყვეტილება ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეს უკავშირდება; რუსი ოპოზიციონერის მოწამვლის ისტორია, ნავალნის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, კრემლში არ უნახავთ და პოლიტიკური შეფასებები;
20-იანი წლების ქართული კინო და ეროვნული კინოცენტრის მიერ აღდგენილი ფილმები – ქართული კინოს ისტორია, რუსეთის ფილმსაცავ “გოსფილმოფონდი”-დან ჩამოტანილი საგანძური და რესტავრირებული ფილმები, რომლებიც ქართული კინოს ისტორიის ხელახლა წაკითხვისა და გადააზრების საშუალებას გვაძლევს.
მოამბე