• ახალი კორონავირუსით საქართველოში უკვე 12 ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის შვილი ნიკოლოზ გამყრელიძე;
• ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირების წყარო, ძირითადად, სწორედ იტალიიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები არიან;
• კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს შორის მხოლოდ ერთის მდგომარეობაა საშუალოზე მძიმე, თუმცა, სტაბილური;
• ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სამი ადამიანი შეიყვანეს.
მოამბე