#მოამბე 15 საათზე, 29 დეკემბერი, 2020 #LIVE
ელექტროენერგიის საფასური იზრდება – ახალი წლიდან სამომხმარებლო ტარიფი 3,5 თეთრით მოიმატებს. სამომხმარებლოსთან ერთად, საფასური კომერციული სექტორისთვისაც გაიზრდება, მატება 11 თეთრი იქნება.
არანაირი ლოქდაუნი და კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა;
საქართველოში ერთ დღეში „კოვიდ-19“ 2 012 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 25 პირი და გამოჯანმრთელდა 2 638 პაციენტი.
მოამბე