თითქმის ორი ათასი ინფიცირებული ერთ დღე-ღამეში – უპრეცედენტო რაოდენობის შემთხვევა გამოვლინდა ბოლო 24 საათში საქართველოში. „კოვიდ-19“ დღეს 1 941 ადამიანს დაუდასტურდა;
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მკაცრი რეკომენდაციაა, რომ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია.
მოამბე