▪ საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა – მეოთხე ინფიცირებული პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია და მიმდინარეობს მისი კლინიკური მართვა;
▪ კორონავირუსის 252 შესაძლო შემთხვევიდან ინფექცია მხოლოდ ოთხ პაციენტში დადასტურდა – მათგან ორს ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს, ორს კი – იტალიაში;
▪ ბოლო მონაცემებით, კარანტინში 162 ადამიანი, სამედიცინო დაწესებულებებში კი – 31 პაციენტი იმყოფება;
▪ რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში მცხოვრები ქალი დააკავეს.
▪ ზურაბ ადეიშვილს ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე, ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა;
▪ დაპირისპირება თურქეთის პარლამენტში – რამ გამოიწვია ჩხუბი დეპუტატებს შორის.