#მოამბე 10 საათზე, 3 მარტი, 2020 #LIVE

▪ მილანიდან ჩამოსული შვიდი პაციენტი ინფექციურში გადაიყვანეს – აეროპორტში უსაფრთხოების მიზნით მგზავრების შემოწმება გრძელდება;

▪ ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის სულ 25 პაციენტია – დღის ბოლოსათვის 11 პაციენტის ლაბორატორიული ანალიზის პასუხებს ელოდებიან;

▪ საკარანტინო სივრცეებში სულ 117 პირი იმყოფება – მათ ორი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან.

▪ მსოფლიო სტატისტიკა: ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 2 943-მდე გაიზარდა,

47 204 კი გამოჯანმრთელდა.  ბოლო 24 საათში ვირუსით 31 ადამიანი დაიღუპა.