• დღეს დილით ლუგარის ლაბორატორიამ რვა პაციენტის ანალიზის პასუხი დადო, კორონავირუსი არცერთ პაციენტს არ დაუდასტურდა, მათ არც “ა” და არც “ბე” ტიპის ვირუსი აღმოაჩნდათ;
• რვა ადამიანი მკურნალობს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში – ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და ისინი კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებენ;
• რომიდან ჩამოსული ერთი მგზავრი, დაკვირვების მიზნით, ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს;
• ჩამოსული მგზავრების შემოწმება გრძელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც.
მოამბე