მმართველმა პარტიამ ზუგდიდის მერობის კანდიდატად გიორგი შენგელია წარადგინა
მმართველმა პარტიამ ზუგდიდში მერობის კანდიდატი წარადგინა. შუალედურ არჩევნებზე ზუგდიდის მერობისთვის, „ქართული ოცნების“ სახელით, გიორგი შენგელია იბრძოლებს. მოსახლეობას ის პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა. მამუკა ბახტაძემ რეგიონის განვითარების პერსპექტივებზეც ისაუბრა.
სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ანაკლიის პორტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდება. რეგიონების განვითარებაზე ისაუბრა თბილისის მერმა კახა კალაძემაც. ზუგდიდის მცხოვრებლებს სიტყვით მიმართა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.