ოპოზიციის აზრით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მოლაპარაკებების მე-5 რაუნდს ვერ შეაფერხებს. მმართველი პარტიის ოპონენტები „ქართული ოცნების“ შეთავაზებას, არჩევნების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, არ იღებს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ პროცესში ჩაერთვებიან პარლამენტში შესული ოპოზიციონერი დეპუტატები.
მმართველი გუნდის ოპონენტები კი, რომლებიც ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისიას ლეგიტიმაცია და ნდობა არ ექნება.