პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 6 წლისთავს ეძღვნებოდა. მას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრის შემდეგ განცხადებები გაკეთდა, რა დროსაც „ქართული ოცნების“ მიღწევები შეაჯამეს.