პარტია „ლელოში“ ამბობენ, რომ „ქართული ოცნება” შესაძლოა, წლის ბოლოსთვის „ევროპელ სოციალისტთა” პოლიტიკური ოჯახიდან გარიცხონ. მიზეზი, მათივე თქმით, 4-5 მაისს უნგრეთში დაგეგმილი კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა. პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ალიანსი წლის განმავლობაში ღიად აკრიტიკებდა „ქართულ ოცნებას“ და პარტიიდან გარიცხვა მმართველი გუნდისთვის ფორმალური განაჩენი იქნება.
„ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ თუ საქართველოს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფიდან იმის გამო გარიცხავენ, რომ მონაწილეობას იღებს კონფერენციაში, სადაც ეროვნულ იდენტობაზეა საუბარი, ურთიერთობების გადახედვაზე შეიძლება თავად „ოცნებამაც” იფიქროს.