„ქართული ოცნების“ ახალი პრემიერობის კანდიდატის წარდგენას მძიმე რეაქციები მოჰყვა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციიდან.
მმართველი გუნდის მიერ შერჩეულ კანდიდატურას იწუნებენ საპარლამენტო ოპოზიციაშიც. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, საპარლამენტო არჩევნების და ნიკა მელიას საქმეზე განვითარებული მოვლენების მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში ღარიბაშვილის კანდიდატურის წარდგენა სიტუაციის კიდევ უფრო დეესკალაციას შეუწყობს ხელს. ამ კონტექსტში ოპოზიციური პარტიები ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ამჟამად თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის იმ განცხადებებს იხსენებენ, რომლებიც სწორედ ოპოზიციის მისამართით კეთდებოდა. ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და ახალ სამთავრობო შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს.
თამუნა წიკლაური გაგვაცნობს პოლიტიკურ რეაქციებს.