მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის ქილიკის თემად მოახლოებული არჩევნები იქცა
მმართველ გუნდსა და მოქმედ პრეზიდენტს შორის ქილიკის თემად ამჯერად მოახლოებული არჩევნები იქცა. უმრავლესობა თითქმის მთელი დღეა, მარგველაშვილის გუშინდელ განცხადებას კრიტიკული შეფასებებით ეხმაურება. საკანონმდებლო ორგანოდან ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს განუმარტეს, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგს “ქართული ოცნება” განსაზღვრავს და ამ პროცესში მარგველაშვილის როლი მინიმალურია.
შესაბამისად, როდის დაასახელებს და საერთოდ წარადგენს თუ არა ის საკუთარ კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებზე, მმართველი გუნდისთვის გადამწყვეტი ვერ იქნება.
მწვავეა ოპოზიციის შეფასებებიც. უმცირესობა მარგველაშვილს უპატივცემულობაში ადანაშაულებს. პარლამნეტში გაკეთებულ განცხადებებს, კრიტიკის ადრესატი დღეს არ გამოხმაურებია.