ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლაში მკვლელობისთვის ძებნილი პირი დაკავებულია, ორდღიანი ძებნის შემდეგ, მეზობლის მკვლელობაში ბრალდებული 35 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა იმავე ტყეში დააკავეს, სადაც მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თანასოფლელები ტყეში წავიდნენ, სადაც ყოფით ნიადაგზე დაპირისპირება დაიწყო. შედეგად, მეზობელმა მეზობელი ცივი იარაღით მოკლა და ადგილიდან მიიმალა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.