წალკის რაიონის სოფელ არწივანში მკვლელობა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია ასაკოვანი მამაკაცი. ამ დროისთვის არსებული ვერსიით, რამდენიმე თავდამსხმელმა მამაკაცი სასტიკად აწამა, რის შედაგადაც იგი გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.