მკვლელობა თელავში. ჭონქაძის ქუჩაზე საშუალო ასაკის ქალი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ქმარმა ჩაიდინა.
მეზობლების თქმით, მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მკვლელობის შემდეგ მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობას წინ ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. მოტივს ოჯახის ახლობლები ვერ აკონკრეტებენ.
ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.