მკვლელობა სოფელ ველისციხეში

მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში. 31 წლის მამაკაცმა ორი თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. ადგილობრივების ვერსიით, შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე, ბრალდებულსა და ერთ- ერთ გარდაცვლილს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის გამოც, სავარაუდოდ, გიორგი ფარსადანიშვილმა შურისძიების მიზნით, სახლიდან იარაღი გამოიტანა და გივი კობერიძესა და მერაბ ზალუაშვილს ესროლა, ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.